20 ოქტომბერს CROSTY ART SPACE-ში NS Product-ის პროდუქტის დიზაინის მეორე გამოფენა გაიხსნა, რომელიც უნიკალური სკამების სერიას და დიზაინ ობიექტებს აერთიანებს, მათ შორის - აქსესუარებს კოლექციებიდან - “გობი” და “ზიგ-ზაგ თარო”. NS PRODUCT არქიტექტურული კომპანია NS STUDIO-ს პლატფორმაა, რომელიც 2021-დან ნინი ჭანტურიას ხელმძღვანელობით, რუსუდან დუშუაშვილთან და მცირე გუნდთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტზე მუშაობს. ექსპერიმენტულ ფორმებზე ერთობლივი მუშაობის შედეგად, დაიბადა გამოფენაზე წარმოდგენილი სკამების იდეა, რომლის შთაგონებაც ქართული არქიტექტურული ორნამენტები იყო.
ინტერვიუს სრულად გასაცნობად მიყევით ბმულს: NS PRODUCT-ის ნამუშევრების გამოფენა CROSTY ART SPACE-ში (hammockmagazine.ge)