KA
Love, NS

"Love, NS" -was the name of a series of installations we presented on February 16, in Gallery #9. The exhibition is dedicated to the different phases of love and the range of emotions people in real relationships experience. Chairs from our first collection, "San" and "An" are the main elements of the exhibition. Alongside them, we presented "Kissing Chair" is presented, which plays the culminating role of the exposition with its monumental forms and character.

From locking eyes with one another to full commitment, a couple goes through different ranges of emotion. For Valentine’s day, we wanted to recreate this voyage with different textiles, patterns, shapes, and forms.


In our new collection, “Love, NS…” the five stages of a relationship are expressed chronologically through five different episodes:


First episode - "Where are we headed?"


The first installation represents the initial stage of the relationship, when nothing is certain or guaranteed in the connection between two people, when they are waiting with interest and calm excitement to see how their spark grows.  "Does he like me? Does he like me not?" - The questions that capture our minds are symbolically presented in the form of daisies. The colorful, natural textiles emphasize the simplicity and beauty of this episode and its subtext.


Second episode - "You’ve got mail!"


The second episode is dedicated to the next, transitional phase of the relationship, which seems endless. While two people are waiting for their relationship to evolve, many topics of conversation are born, which seems to make this time-long process even more emotional and exciting. You start wondering where he is, what he’s doing, what he’s listening to, how he spends his time. To portray irresistible correspondence, the second episode of the collection features paper planes flying in the air.


The third episode - "Mist has fallen"


Mentioning mist in the title of this episode is symbolic. Just like real relationships, we don't know how long the mistiness will last, how strong it will be, what circumstances it will create. Therefore, this point of a relationship is vague, a bit gloomy, incomprehensible and sometimes painful. A path full of obstacles can only be overcome through joint efforts, patience, listening and forgiveness. Because of the barrier created by the natural, rough materials between them, the textured chairs are forced to stand at opposite sides of each other. Background of this installation is decided in a dark tone, to intensify the content of the episode.



Fourth episode - "I still love you...Me too"


After overcoming difficulties together, compromising, and finding a common ground again, the original feelings become even stronger and the relationship strengthens. As a result of consideration and understanding of the past episodes, we realize that all important questions have been answered. In this phase of the relationship, we are no longer searching, asking new questions, and aggravating each other. We are continuing the path started by fortune-telling with daisies with new energy. Past difficulties are now cheered and treasured, as we smile and think about the recently-overcome crisis. The chairs, made in the colors of the sky and the sun, are situated side by side, standing together and moving towards something huge together.



Fifth episode - "Love, NS"


As the last, unifying element of the collection, we created the "Kissing Chair" which has a symbolic configuration and content. By combining the two "San" chairs from our first collection, we created a monumental shape, which is thematically decided in red. In essence, this episode is final - we sit and look into each other's eyes. We see, hear and talk about everything without words. And, what matters the most is that the one we love is here, sitting in front of us. Nothing else around us, good or bad, matters anymore, because this episode is only about us - for those who have gone through the other four phases with understanding and appreciation. “Love, NS…” is the end and the beginning at the same time - while the episodes end, real love begins. 

“სიყვარულით, NS” - ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანებული  ინსტალაციების სერია 16 თებერვალს , გალერეა #9 ში წარვადგინეთ. გამოფენა  სიყვარულის სხვადასხვა ფაზას და ემოციათა იმ სპექტრს ეძღვნება, რომელსაც რეალურ ურთიერთობებში მყოფი ადამიანები საკუთარ თავზე გამოსცდიან.  სტუდიის პირველი კოლექციის სკამები,  “სან” და “ან” ექსპოზიციის მთავარი ელემენტები არიან. Მათთან ერთად წარმოდგენილია “საამბორო სკამი” , რომელიც თავისი მონუმენტური ფორმებითა და ხასიათით ექსპოზიციის კულმინაციურ როლს ასრულებს.  

ერთმანეთის პირველად დანახვიდან ვალდებულებების გაზიარებამდე წყვილი ემოციების მრავალ ტალღასა და თავგადასავალს გადის. ამ მოგზაურობის გადმოცემა თემატური ინსტალაციებისა და სხვადასხვა ფაქტურის, ფერის  მქონე ქსოვილების გამოყენებით გადავწყვიტეთ.   


კოლექციაში ხუთი სხვადასხვა ეპიზოდის საშუალებით  ქრონოლოგიურად გამოხატულია სასიყვარული ურთიერთობის ხუთი ეტაპი: 


პირველი ეპიზოდი - “სად მივდივართ?” 


იგი გამოხატავს ურთიერთობის საწყისს სტადიას, როცა ორი ადამიანის კავშირში არაფერია უთუო და გარანტირებული. Მორიდებული ინტერესითა და მშვიდი მღელვარებით  შეპყრობილნი, შეპარვით, თითქოს გაუაზრებლად  რაღაც უფრო მასშტაბური გაგრძელებისთვის ემზადებიან. “Ნეტა, მოვწონვარ? თუ არ მოვწონვარ?” - გონებაში გაელვებული კითხვები სიმბოლურად გვირილების ინსტალაციის სახითაა წარმოდგენილი. Ბუნების მოტივების ამსახველი ფერადი ტექსტილი კი ხაზს უსვამს  ამ ეპიზოდისა და მისი ქვეტექსტის სიწრფელეს, ბუნებრივობასა და სილამაზეს.


მეორე ეპიზოდი - “თქვენთვის წერილია” 


ეპიზოდი ეძღვნება ურთიერთობის შემდეგ, გარდამავალ ფაზას. თითქოს უსასრულოა,  ჰო? შენც ელოდები და ისიც ელოდება, მოლოდინში კი საუბრის გაგრძელების უამრავი ვერსია იბადება, რაც თითქოს ამ დროში გაწელილ პროცესს კიდევ უფრო ემოციურს და ამაღელვებელს ხდის. Ხვდები, რომ გაინტერესებს სად არის, რას აკეთებს, რას უსმენს, როგორ ატარებს დროს… სწორედ ამ აუარებელი მიმოწერის გასაცოცხლებლად, კოლექციის მეორე ეპიზოდში ჰაერში გატყორცნილი ქაღალდის თვითმფრინავებია წარმოდგენილი. 


მესამე ეპიზოდი - “ნისლი ჩამოწვა”


ამ ეპიზოდის Სახელწოდებაში ნისლის არსებობა სიმბოლურია. რეალური ურთიერთობების მსგავსად, არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ნისლი, რამდენად ძლიერი იქნება, რა გარემოებას შექმნის. კონკრეტული ეტაპიც, შესაბამისად, ბუნდოვანია, ცოტა პირქუში, გაუგებარი და ხანდახან ტკივილის მომტანიც. დაბრკოლებებით სავსე გზის გადალახვა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი, მოთმინებით, მოსმენითა და პატიებით. ინსტალაციაში გამოყენებული ფაქტურული ტექსტილის სკამები იძულებულნი არიან, ერთმანეთის საპირისპირო მხარეები დაიკავონ, მათ შორის არსებული ბუნებრივი, უხეში მასალებით შექმნილი დაბრკოლების გათვალისწინებით. Შავ ტონში გადაწყვეტილი ფონები კიდევ უფრო ამძაფრებს ეპოზიდის შინაარსსა და მის ქვეტექსტს.



მეოთხე ეპიზოდი - “ისევ  მიყვარხარ…მეც” 


სირთულეების ერთად გადალახვის, კომპრომისებზე წასვლისა და საერთო ენის ხელახლა გამოძებნის  შემდეგ პირვანდელი გრძნობები კიდევ უფრო ძლიერდება და ურთიერთობაც ნელ-ნელა მყარდება. დაფიქრებისა და განვლილი ეპიზოდების გააზრების შედეგად ვხვდებით, რომ ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გაეცა. ურთიერთობის ამ ფაზაში აღარ ვართ ძიებაში, ახალი კითხვის ნიშნების დასმასა და ერთმანეთის განაწყენიანებაში. Პირიქით, თითქოს ახალი ენერგიისა და სულის შთაბერვით ვაგრძელებთ გვირილებზე მკითხაობით დაწყებულ გზას. განვლილი სირთულეები მხიარულად, პოზიტიურად გვახსენდება, გვეღიმება და ვფიქრობთ, რომ ეს კრიზისი თითქოს სულ ახლახანს დავამარცხეთ. ცისა და მზის ფერებში გადაწყვეტილი სკამები, უკვე გვერდიგვერდ, ერთად დგანან და კვლავ იმ რაღაც მასშტაბურისკენ აგრძელებენ სვლას.



მეხუთე ეპიზოდი - “სიყვარულით, NS” 


კოლექციის ბოლო, გამაერთიანებელი ელემენტის სახით სიმბოლური კონფიგურაციისა და შინაარსის მატარებელი “საამბორო სკამი”  შევქმენით. ჩვენს პირველ კოლექციაში წარმოდგენილი ორი “სან” სკამის გაერთიანებით მივიღეთ მონუმენტური ხასიათის მქონე ფორმა, რომელიც თემატურად წითელ ფერშია გადაწყვეტილი. Შინაარსობრივად ეს ეტაპი ფინალურია - ვსხედვართ და ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. ყველაფერს უხმოდ, უსიტყვოდ ვხვდებით, გვესმის და ვსაუბრობთ. Რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინც გვიყვარს, აქ არის, ერთმანეთის წინ ვსხედვართ, სხვა ყველაფერი კი ჩვენს ირგვლივაა, კარგიც და ცუდით. თუმცა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან  ეს ეპიზოდი ჩვენზეა. მათზე, ვინც დანარჩენი ოთხი ფაზა გამოიარა, გაიაზრა და დააფასა.  ეს, ერთდროულად თითქოც დასასრულიცაა და დასაწყისიც - სრულდება ეტაპები და იწყება სიყვარული.